Encounter example domian
Choose your language:
ab hy bg zh
cs da en et
fr ka de el
he hu it lv
lt pl ru es
tr uk
საინფორმაციო ბიურო:

სიახლეების არქივი

თამაშის შესახებ // შერკინება

შერკინება ქალაქური ტიპის სათავგადასავლო თამაშია.

მოთამაშეები საიტის მეშვეობით იღებენ დავალებებს. მათში დაშიფრულია ადგილები ქალაქში, ან მის მიმდებარედ. მათი გამოცნობისა და ადგილზე მისვლის შემდეგ, მოთამაშეებმა უნდა იპოვონ თამაშის კოდი (მაგ.: EN1234567).

კოდები შეიძლება ეწეროს როგორც მიტოვებული შენობის სარდაფში არსებულ უძრავ საგანზე (მაგ.: მილზე, კედელზე, ბეტონის ფილაზე), ასევე შესაძლებელია ეკიდოს ხეზე, ან ჩაძირული იყოს მდინარესა თუ სხვა წყალსაცავში. კოდი ასევე შესაძლოა გაცემულ იქნას აგენტის მიერ, კონკრეტული ქმედების სანაცვლოდ.

კოდის მიღების შემდეგ, მოთამაშეებს შეჰყავთ ის თამაშის საიტზე. თუ კოდი სწორია, გუნდი იღებს შემდეგი ეტაპის დავალებას. ასე გრძელდება, ეტაპიდან ეტაპამდე, თამაშის დასრულებამდე. გამარჯვებული გუნდი (ვინც პირველი შეასრულებს ყველა დავალებას) იღებს საპრიზო ფონდს.

გვიან საღამოს დაწყებული თამაში, როგორც წესი, გრძელდება ხუთი-შვიდი საათის განმავლობაში.





19.04.2024 18:51:19
(UTC +1)

www.en.cx
EncounterTM Ltd.
2004-2024 ©
EN в контакте Яндекс